Foresight Investment Group null
ყოველკვირეული დაიჯესტი: 10-16 აპრილი
Updated: Apr 19

მარტში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა
👉 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
📈 რეზერვები 283.6 მლნ დოლარით მეტია მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეზერვები 973.1 მლნ დოლარით გაიზარდა.
📊 უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს შეადგენს და 4.5 მილიარდ დოლარს უტოლდება.
მათი სტრუქტურა მოიცავს:
ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს - $3.2 მილიარდი;
ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და IMF-ის ანგარიშებზე - $1.3 მილიარდი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სპეციალურ სასესხო ფონდებში (SDR) განთავსებული სახსრები - $467,9 მლნ, ხოლო სარეზერვო პოზიცია IMF-ში $29,3 ათასია.
🔎 ანალიზი: რას ნიშნავს ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის?
ვალუტის სტაბილურობა: საერთაშორისო რეზერვების რეკორდული ზრდა მიანიშნებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ხელს უწყობს პოტენციური ფინანსური კრიზისების შერბილებას და ინვესტორების ნდობის შენარჩუნებას;
გაუმჯობესებული კრედიტუნარიანობა: გაზრდილი რეზერვები პოტენციურად აუმჯობესებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს, რაც ქვეყანას გახდის უფრო მიმზიდველს უცხოელი ინვესტორებისთვის და შეამცირებს სესხის აღების ხარჯებს;
იმპორტის დაფინანსება: გაზრდილი რეზერვები ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია დააფინანსოს იმპორტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (იმ შემთხვევაშიც კი, როცა საექსპორტო შემოსავლები ან/და სხვა ტიპის კაპიტალ შემოდინება მცირდება), რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას და სტაბილურობას.
⛓ ძირითადი გამომწვევი მიზეზები
ფულადი გზავნილები: 2022 წელს საქართველომ 4.37 მლრდ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რამაც ხელი შეუწყო სავალუტო შემოდინებებს ქვეყანაში;
გაზრდილი ექსპორტი: საქართველოს ექსპორტის ზრდამ ხელი შეუწყო სავალუტო შემოდინების ზრდას და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების გაძლიერებას;
რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2022 წელს საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის FDI განხორციელდა.

საქსტატი: იანვარ-მარტში ექსპორტი 24.7%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ით გაიზარდა
👉 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
📈 აღნიშნული ციფრი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.
📊 აქედან:
ექსპორტი - 1.5 მლრდ აშშ დოლარი (+24.7%);
იმპორტი - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (+21%).
⭕ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

საქსტატმა 2022 წლის სოფლის მეურნეობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
👉 ანგარიშის მიხედვით გაიზარდა შემდეგ ერთწლიანი კულტურების წარმოება:
ხორბალი - 157.4 ათასი ტონა (+15.8%)
ქერი - 58.4 ათასი ტონა (+0.5%)
📉 ხოლო, შემცირდა:
სიმინდი - 149.5 ათასი ტონა (-35.8%)
კარტოფილი - 198.2 ათასი ტონა (-15.6%)
ბოსტნეული - 127.9 ათასი ტონა (-14.2%)
📈 გაიზარდა შემდეგი მრავალწლოვანი კულტურების წარმოება:
თესლოვანი ხილი - 87.9 ათასი ტონა (+1.9%)
კურკოვანი ხილი - 69.7 ათასი ტონა (+5.6%)
ყურძენი - 279.8 ათასი ტონა (+3%)
📉 ხოლო, შემცირდა:
კაკლოვანი ხილი - 42.2 ათასი ტონა (-21.7%)
სუბტროპიკული ხილი - 17.3 ათასი ტონა (-25.1%)
ციტრუსი - 53.1 ათასი ტონა (-13.8%)
📊 საშუალო საჰექტრო მოსავლიანობის მაჩვენებლები:
ხორბალი - 2.9 ტონა/ჰა
ქერი - 2.4 ტონა/ ჰა
სიმინდი - 2.1 ტონა/ჰა
კარტოფილი - 11.7 ტონა/ჰა
ბოსტნეული - 11.0 ტონა/ჰა
პომიდორი - 12.7 ტონა/ჰა
კიტრი - 13.2 ტონა/ჰა
ხახვი - 7.8 ტონა/ჰა
ნიორი - 3.7 ტონა/ჰა
კომბოსტო - 32.2 ტონა/ჰა
🔎 ანალიზი: რა ხდება ქართულ სოფლის მეურნეობაში?
⭕ გამოწვევები
მცირე ზომის მეურნეობები: ქართული სოფლის მეურნეობის დიდი ნაწილი არის შინამეურნეობები, რომელთა 80%-ს აქვს 1 ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა. შეუძლებელია ასეთი მცირე მასშტაბებით ქართული პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი საექსპორტო ბაზრებზე;
დაბალი პროდუქტიულობა: ტექნოლოგიებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო, ქართულ მეურნეობებს აქვთ დაბალი მოსავალი ფართობის ერთეულზე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (მაგ., 2-3 ტონა ხორბალი ჰექტარზე საქართველოში, 8-9 ტონა ხორბალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დიდ ფერმებში სხვა ქვეყნებში);
დანაწევრებული მიწის ნაკვეთები: ერთიანი დიდი მიწის მოსაგროვებლად ინვესტორს ასობით შინამეურნეობასთან მოლაპარაკება უწევს. ამ პირობებში, ძალიან რთულია ინდუსტრიული წარმოების წამოწყება;
ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვა: მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ასობით მილიონი იხარჯება ქართულ სოფლის მეურნეობაში, დარგის თითქმის არ ვითარდება;
ნათესი ფართობების შემცირება: 2014-2018 წლებში ერთწლიანი საგაზაფხულო კულტურების ფართობი 30%-ით შემცირდა;
დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 2%-მდე მოდის სოფლის მეურნეობაზე.
👉 როგორ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა?
ინდუსტრიული წარმოების წახალისება: აქცენტის გადატანა მცირე ფერმებიდან ინდუსტრიულ, ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ წარმოებაზე;
მიწების კონსოლიდაცია: საგადასახადო და სხვა მექანიზმებით მიწების კონსოლიდაციის წახალისება;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: დამატებითი წამახალისებელი მექანიზმებით FDI-ს მოზიდვა ქართულ სოფლის მეურნეობაში;
საგარეო სავაჭრო ხელშეკრულებების გადახედვა: საგარეო სავაჭრო ხელშეკრულებების ხელახალი შეფასება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ექსპორტისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად;
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება: პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის საჭიროა ინვესტიცია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში და ტრენინგები.

2022 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾39,2 მილიონი შეადგინა
👉 საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები წარადგინეს.
📈 გასული წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემია წლიურად 18%-ით, 910 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წინა წლის - 773 მილიონიდან.
📉 ჯამურმა მოგებამ იკლო - 40 მილიონი ლარიდან 39,2 მილიონ ლარამდე.
📊 18 კომპანიიდან, 12-მა 2022 წელი მოგებით დაასრულა, ხოლო 6 სადაზღვევო ზარალზე იყო.
📈 მოგებით დაასრულეს:
თიბისი დაზღვევა - 15.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 153 მლნ;
ალდაგი - 15.3 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 137 მლნ;
იმედი ელ - 3.8 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 82 მლნ;
ჯი პი აი ჰოლდინგი - 3.6 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 165 მლნ;
ბბ დაზღვევა - 2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 18 მლნ;
ტაო - 2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 4 მლნ;
📉 იზარალეს:
პრაიმი - -2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 10 მლნ.
პსპ დაზღვევა - -1.9 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 33 მლნ;
ნიუ ვიჟენ დაზღვევა - -1.8 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 15 მლნ;
ევროინს ჯორჯია - -1.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 20 მლნ;
ალფა - -0.5 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 21 მლნ;
გრინ დაზღვევა საქართველო - -0.2 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 4 მლნ.

2022 წელს ქარისა და მზის წილი ელექტროენერგიის გლობალურ გამომუშავებაში რეკორდულად გაიზარდა
👉 დამოუკიდებელი კლიმატის კვლევითი ცენტრის, Ember-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით 2022 წელს მსოფლიო ენერგიის წარმოების 12% მზისა და ქარისგან მოდიოდა, 2021 წელს კი წილი 10% იყო.
📊 ანალიზი ეყრდნობა 78 ქვეყნის ელექტროენერგიის მონაცემებს გასული წლის განმავლობაში და მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ენერგო მოხმარება გლობალური ენერგიის მოთხოვნის 93%-ს წარმოადგენს.
2021 წელთან შედარებით მზის ენერგიის წილი 24%-ით, ქარის კი 17%-ითაა გაზრდილი.
2022 წელს განახლებადი და ბირთვული წყაროები ერთობლივად შეადგენდნენ ელექტროენერგიის გლობალური წარმოების 39%-ს, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელი.
🔆 მკვლევრები ვარაუდონებ, რომ განახლებადი ენერგიის ეს ბუმი, შესაძლოა "არაგანახლებადი ენერგიის დასასრულის დასაწყისი" გახდეს.
📊 კვლევის თანახმად:
მზის ელექტროენერგიის გამომუშავება ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროა ზედიზედ მე-18 წელიწადია, რომელიც წლიურად 24%-ით იზრდება.
ამჟამად 60 ქვეყანა ელექტროენერგიის 10%-ზე მეტს გამოიმუშავებს ქარისა და მზისგან.
ქვანახშირი, მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი წიაღისეული, აღმოჩნდა გასული წლის ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი წყარო, რომელიც აწარმოებს გლობალური ენერგიის 36%-ს.
2023 წელს არაგანახლებადი წიაღისეულის წარმოება 0.3%-ით შემცირდება
⚠️ Ember-ის ანალიტიკოსების განცხადებით, იმისათვის, რომ 2050 წლისთვის გლობალურმა ეკონომიკამ დეკარბონიზაცია განიცადოს, საჭიროა, რომ ქარმა და მზემ შეადგინოს გლობალური ენერგიის მიქსის 41% 2030 წლისთვის, რაც საკმაოდ მკვეთრ ზრდას მოითხოვს 2022 წელს დაფიქსირებული 12%-დან.

აშშ-ში ინფლაცია 5%-მდე შემცირდა
👉 თებერვლის 6%-იანი მაჩვენებლის შემდეგ, მარტში აშშ-ის ინფლაციის დონე 5%-მდე შემცირდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
📉 რაც შეეხება მარტის საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არამდგრადი სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, წლიურ ჭრილში 5.6% იყო. თებერვალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5.5% შეადგინა.
📊 ამასთან, აშშ-ში უმუშევრობის დონე შემცირებულია 3.5%-მდე.
შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, მარტში ქვეყანაში 236,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ბოლო თვეებთან შედარებით ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მაინც მიუთითებს ძლიერ აქტივობაზე ქვეყნის ეკონომიკაში
🏛 ინფლაციის ტემპის შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე გაზარდითაა განპირობებული.
🔎 ანალიზი: როგორია ინფლაციური და ეკონომიკური მოლოდინები აშშ-ში?
საბაზო ინფლაცია კვლავ მაღალია (5.6%), რაც ზრდის ალბათობას, რომ მაისში ფედერალური რეზერვი განაკვეთს კვლავ მოუმატებს;
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შენელდება 2023 წლის მეორე ნახევარში, საცხოვრებელ სახლებზე ფასების კლების და დაკრედიტების გაზრდილი ხარჯების შედეგად სამომხმარებლო ხარჯვის შემცირების გამო;
დაკრედიტების პირობების გამკაცრებამ და საბანკო სტრესმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური ზრდა და 2023 წელს ქვეყანაში რეცესია დაიწყოს.