top of page
  • Writer's pictureForesight Investment Group null

ყოველკვირეული დაიჯესტი: 24 - 30 აპრილი


მარტში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა


👉 წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3% შეადგინა.


📈 I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2%-ით განისაზღვრა.


📊 ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

  • ტრანსპორტი და დასაწყობება

  • ვაჭრობა


კლების ტენდენცია დაფიქსირდა:

  • დამამუშავებელი მრეწველობა

  • ენერგეტიკა

  • უძრავი ქონება

 

თბილისში, I კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი წლიურად 10.7%-ით გაიზარდა


👉 საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა.


📊 წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით არის გაზრდილი.

  • ბინების სეგმენტში - +2.4%-ით გაიზარდა

  • კერძო სახლების - -3.5%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში:

  • ბინების სეგმენტი - +9.3%

  • კერძო სახლები - +11.6%

ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1%-ით არის გაზრდილი.


2023 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება:

  • მწვანე კარკასის შემთხვევაში - ₾3 284

  • თეთრი კარკასის - ₾2 821

  • შავი კარკასის - ₾2 474

 

2022წელს საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი 125 ათასი, ხოლო იმიგრანტების რაოდენობა კი 180 ათასი იყო


👉 საქსტატმა 2022 წლის მიგრაციის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.


📊 ანგარიშის მიხედვით, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან, საქართველოს 101 ათასი მოქალაქე ემიგრირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 21 ათასით მეტია. მთლიანობაში:

  • ემიგრანტი - 125 269 - (+25.3%)

  • იმიგრანტი - 179 778 - (+142.9%)


📊 იმიგრანტების ეს რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო. მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე ნაწილდება:

  1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;

  2. საქართველო - 54,405 ადამიანი;

  3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;

  4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;

  5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

 

1-ელ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა


👉 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელის, პირველი კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 795 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.


📈 წინა წლის შესამაბის პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 102%-ით არის გაზრდილი.

📊 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყნების მიხედვით ზრდა შემდეგნაირია:

  • თურქეთი - 136.1%

  • ისრაელი - 73.2%

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან - 64.7%

 

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 2023 წლის 3 თვეში 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა


👉 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 2023 წლის პირველ კვარტალში 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა.


📊 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 451.4 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.45 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის მარტის ბოლოს 67.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის (15 კომერციული ბანკის) სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.0 პროცენტია.

📈 დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 46.49% შეადგინა, რაც 1.25%-ით მეტია წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით.

📊 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი მთლიანი აქტივების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. საქართველოს ბანკი - 26 მლრდ ლარი (+13.5%)

  2. თიბისი ბანკი - 25.4 მლრდ ლარი (+6.45%)

  3. ლიბერთი ბანკი - 3.7 მლრდ ლარი (+13.84%)

  4. ბაზის ბანკი - 3.04 მლრდ ლარი (+7.1%)

  5. კრედო ბანკი - 2.2 მლრდ ლარი (+23.5%)

 

IMF-ის შეფასებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით საქართველო მსოფლიოში 92-ე ადგილზეა


👉 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2023 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 7,600 დოლარს მიაღწევს, რაც 929 დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

📊 ამ მაჩვენებლით, საქართველო მშპ-ის დონით მსოფლიოში 92-ე ადგილზე იქნება.


2023 წელს მსოფლიოში ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი $132,372 შემოსავალი ლუქსემბურგში არის. ხუთეული კი ამგვარად გამოიყურება:

  1. ლუქსემბურგი - $132,372

  2. ირლანდია - $114,581

  3. ნორვეგია - $101,103

  4. შვეიცარია - $98,767

  5. სინგაპური - $91,100

 

I კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა,რაც მოსალოდნელზე 0.1%-ით დაბალია


👉 ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა.


📉 მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.


📊 ECB-ის კომიტეტმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

🏛 ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75-50 საბაზო პუნქტით, არამედ 25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

bottom of page