top of page
  • Writer's pictureForesight Investment Group null

ყოველკვირეული დაიჯესტი: 17 - 23 აპრილი


მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი 127%-ით გაიზარდა

👉 ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1.13 მლრდ ლარი) შეადგინა.

📈 აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია.


📊 ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიანი ჩარიცხვების მოცულობის 23.78% იყო, ხოლო დანარჩენი ქვეყნების 76.22%.


ყველაზე მეტი გზავნილების მოცულობა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან ($224 მლნ.), რაც მთლიანი ჩარიცხვების 51%-ია.

📊 ქვეყნების მიხედვით, ტოპ 5 ქვეყნის ფულადი გზავნილების სტატისტიკა შემდეგნაირია:

1. რუსეთის ფედერაცია - $224 მლნ (+728%);

2. იტალია - $43 მლნ (+20%);

3. აშშ - $36 მლნ (+40%);

4. საბერძნეთი - $20 მლნ (+3%);

5. ისრაელი - $19 მლნ (+10%). 🔎 ანალიზი: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოს ეკონომიკაზე?

პოზიტიური გავლენა

  • სამომხმარებლო ხარჯვის (consumer spending) გაზრდა: ფულადი გზავნილების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სამომხმარებლო ხარჯების გაზრდა, რამაც შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებზე ეკონომიკაში, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას;

  • უცხოური სავალუტო რეზერვების ზრდა: მომატებული ფულადი გზავნილები ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ზრდის ქვეყნის სავალუტო რეზერვებს და ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას;

  • საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება: ფულადი გზავნილები აუმჯობესებს ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და ქვეყნის საგარეო ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებას.

ნეგატიური გავლენა

  • ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება: ფულად გზავნილებზე, როგორც შემოსავლის წყაროზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება შექმნას დამოკიდებულება შემოსავლის გარე წყაროებზე, რაც გამოიწვევს დაუცველობას გარე ეკონომიკური შოკების ან რყევების მიმართ;

  • ინფლაციური წნეხი: ფულადი გზავნილების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის გაზრდა და ინფლაციური ზეწოლა, რადგან საქონლისა და მომსახურების მიწოდებამ შესაძლოა ფეხი ვერ აუწყოს მოთხოვნის ზრდას.

 

იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტი 13.5%-ით შემცირდა

👉 2023 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 52.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 13.5%-ით შემცირდა და 766.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


📊 ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  1. რუსეთი - $141.4 მლნ. (+ 49.4%)

  2. ჩინეთი - $123.4 მლნ. (- 41.4%)

  3. თურქეთი - $93.4 მლნ. (- 1.5%)


📊 ხოლო რაც შეეხება სასაქონლე პროდუქციას:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $205.6 მლნ. (- 24.1%)

  2. ფეროშენადნობები - $81.8 მლნ. (- 48.9%)

  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $56.3 მლნ. (+ 23.1)

🔎 ანალიზი: რეექსპორტის მაღალი წილი 👉 რეექსპორტი - ექსპორტი საქონლისა, რომელიც შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ანუ არ არის წარმოებული ადგილობრივად. 📊 წლიდან წლამდე, რეექსპორტის წილი ჯამურ ექსპორტში საკმაოდ მაღალია და 25%-დან 55%-მდე მერყეობს. წლიდან წლამდე სამი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:

  • მსუბუქი ავტომობილები

  • სპილენძის მადნები

  • ფეროშენადნობები


სამივე მათგანის ჯამური საექსპორტო ღირებულების დიდი ნაწილი რეექსპორტია. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი არ რჩება საქართველოში. 📈 იმისთვის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს სავაჭრო ბალანსი და მეტი სარგებელი მიიღოს საექსპორტო შემოსავლებიდან, საჭიროა ადგილობრივი საწარმოო დარგების განვითარება, რათა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი დარჩეს ქვეყანაში.

 

ევროზონაში ინფლაცია 6.9%-მდე შემცირდა

👉 ევროსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში, ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.


📉 თებერვლთან შედარებით (8.5%), ინფლაციია 1.6%-ით არის შემცირებული, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელებაზე მიუთითებს.

📊 მარტში წლიური ინფლაციის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული. ბუნებრივი აირის ღირებულება ერთთვიან ჭრილში თითქმის 40%-ით შემცირდა.

📈 საბაზო ინფლაცია (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, 0.1 პროცენტული პუნქტით, 5.7%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ ზოგად ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.


🔎 ანალიზი: ევროკავშირის ეკონომიკის სიტუაციური ანალიზი და მოლოდინები

📈 გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზი

  • 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა: ევროკავშირი - +0.8%, ევროზონა - +0.9%;

  • 2022 წლის ბოლომდე საბაზისო პროგნოზი იყო, რომ 2023 წელს ევროკავშირში რეცესია იქნებოდა. თუმცა, განახლებული პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი შეძლებს რეცესიის თავიდან აცილებას.


👉 გაუმჯობესების ძირითადი მიზეზები

  • გაზის და საწვავის ფასების კლება;

  • მთავრობის მხარდამჭერი პოლიტიკა;

  • სტაბილური სამომხმარებლო ხარჯვა (consumer spending);

  • გაუმჯობესებული შრომის ბაზარი - უმუშევრობის დონე 6.1%-ია და ისტორიულ მინიმუმზეა.


გამოწვევები

  • საბაზო ინფლაცია იზრდება;

  • მზარდი საპროცენტო განაკვეთები და შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა;

  • გაზის ფასის პოტენციური ზრდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე;

  • ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ და იმპორტის ზრდამ შესაძლოა გაზარდოს ინფლაცია ევროკავშირში.


📉 ინფლაციის და მონეტარული პოლიტიკის პროგნოზი

  • მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლის 9.2%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 6.4%-მდე შემცირდება.

  • მოსალოდნელია, რომ მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75-50 საბაზო პუნქტით, არამედ 25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს


შეგახსენებთ, რომ ECB-ის კომიტეტმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

 

ბრიტანეთში ინფლაცია 10.1%-მდე შემცირდა

👉 ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში წლიური ინფლაციის დონემ 10.1% შეადგინა.


📉 თებერვლთან შედარებით (10.4%), ინფლაციია, მოსალოდნელზე ნაკლები, 0.4%-ით არის შემცირებული. ინგლისის ბანკის გათვლებით, მარტში, ინფლაცია 9.2%-მდე უნდა ჩამოსულიყო.


📈 საბაზო ინფლაცია (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, 0.2 პროცენტული პუნქტით, 6.2%-მდე გაიზარდა.


📊 ბრიტანეთს დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლი აქვს:

  1. ბრიტანეთი - 10.1%

  2. ავსტრია - 9.2%

  3. იტალია - 8.2%

  4. შვედეთი - 8.1%

  5. პორტუგალია - 8%


🏛 ინფლაციის გათვალისწინებით, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 4.25%-მდე გაზარდა.

📈 ფიუჩერსების ბაზრის მიხედვით, სექტემბერამდე, რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს მიაღწევს.

🔎 ანალიზი: ბრიტანეთის ეკონომიკა და ინფლაცია

👉 მარტის ინფლაციის განმაპირობებელი ფაქტორები

  • ინფლაციამ იკლო საწვავზე, საცხოვრებელსა და საყოფაცხოვრებო სერვისებზე;

  • მკვეთრად გაიზარდა ფასები სურსათზე (19.2%-ით) და სარეკრეაციო სერვისებზე.


🏦 ინგლისის ცენტრალური ბანკის პასუხი

  • ცენტრალური ბანკი დეტალურად შეისწავლის სტატისტიკის ბიუროს უახლეს მონაცემებს მომავალ საბანკო განაკვეთთან (Bank Rate) დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებამდე;

  • შემდეგი გადაწყვეტილება 11 მაისს გახდება ცნობილი;

  • მარტში საპროცენტო განაკვეთები ზედიზედ მეთერთმეტედ გაიზარდა და დღესდღეობით 4.25%-იან ნიშნულზეა.

💡 პროგნოზი და გამოწვევები

  • 2022 წლის ოქტომბერში 11.1%-იანი პიკის შემდეგ, ინფლაციის ტრაექტორია ძირითადად დაღმავალია, მაგრამ მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეა;

  • ფინანსთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინფლაციის შემცირება და ოჯახებსა და ბიზნესებზე ზეწოლის შემსუბუქება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია;

  • საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი წელს ინფლაციის განახევრებას (4.5-5%) პროგნოზირებს;

  • ინფლაციის პრობლემა გაერთიანებული სამეფოში უფრო მძაფრია, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში; მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება.

 

ჩინეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

👉 2023 წლის იანვარ-მარტში, ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მკვეთრად გაიზარდა და 4.5%-ით შეადგინა.


📊 ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, მარტში საცალო გაყიდვები 10.6%-ით გაიზარდა, რაც ფიზიკური საქონლის ონლაინ გაყიდვების მატებითაა განპირობებული.


📈 ინდუსტრიული წარმოება მარტში 3.9%-ით გაიზარდა, რაც იანვარი-თებერვლის 2.4%-იან მაჩვენებელზე მაღალია.


📉 ძირითადი აქტივების წლიური ინვესტიცია მოსალოდნელზე სუსტი იყო და 5.1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც ინფრასტრუქტურისა და წარმოების ინვესტიციების ზრდის შენელებამ გამოიწვია.

🔎 ანალიზი: ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა და 2023 წლის პროგნოზი


📊 ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები

  • პანდემიის შედეგად დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გაუქმება;

  • მომხმარებლების თავდაჯერებულობის მომატება და დაგროვილი მოთხოვნის რეალიზება (release of pent-up demand)

  • სამომხმარებლო ხარჯვიანობის ზრდა სერვისების სექტორში.


💼 პრობლემები კერძო სექტორში

  • კერძო ინვესტიციები თითქმის არ გაზრდილა, რაც მიუთითებს ბიზნესის მფლობელებისა და მეწარმეების სიფრთხილეზე;

  • უძრავი ქონების ინდუსტრია ღრმა ვარდნაშია; ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 5.8%-ით იკლო;

  • შემცირებული ინვესტიციები ძირითად საშუალებებში: 0.6%-იანი კლება იანვრიდან მარტამდე.


🎓 ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალი დონე

  • უმუშევრობის დონე 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 19.6% იყო მარტში, რაც შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია;

  • აღნიშნული მიანიშნებს ეკონომიკურ სირთულეებზე, რაც კიდევ უფრო საგულისხმოა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2023 წელს დასაქმების ბაზარზე რეკორდული რაოდენობის ახალი კურსდამთავრებული (11.6 მილიონი) გამოჩდება სამსახურის საპოვნელად.


📈 მთავრობის ზრდის გეგმები 2023 წლისთვის

  • სამიზნე მშპ-ს ზრდა: 5%-ის ფარგლებში;

  • მთავრობა გეგმავს 12 მლნ ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

 

ევროკავშირმა კრიპტოაქტივების ყოვლისმომცველი რეგულაცია მიიღო

👉 ევროპარლამენტის კანონმდებლებმა დაამტკიცეს წესების პირველი ყოვლისმომცველი პაკეტი (MiCA), რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირებას.


⚖️ აღნიშნულ კანონპროექტს კენჭისყრაზე 517-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 38-ის წინააღმდეგ.


🏛 კრიპტო ბაზრების აქტი, ე.წ. MiCA, ისტორიაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ინდუსტრიის სრულ რეგულირებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს როგორც შეზღუდვებს, აგრეთვე აღსრულების მექანიზმებსა და სანქციებს.

🏛 MiCA-ს ფარგლებში ბირჟებსა და კრიპტოსერვისების პროვაიდერებს დაევალებათ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმების ინტეგრირება, მომხმარებლის ვინაობის ვერიფიცირება, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მარეგულირებლისთვის მონაცემების მიწოდება, კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კოლაფსის შემთხვევაში - პასუხისგება.

🌳 MiCA ასევე ითვალისწინებს გარემოს დაცვას და კომპანიებს დაავალდებულებს გაამჟღავნონ ენერგიის მოხმარება და ციფრული აქტივების გავლენა გარემოზე.


⭕ ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევა, ასე რომ კრიპტოკომპანიებს მოსამზადებლად დაახლოებით ერთ წელი ექნებათ.


🔎 ანალიზი: რას ნიშნავს აღნიშნული რეგულაციები კრიპტო სამყაროსთვის?


💢 მომატებული დაცვა და მეტი სიცხადე

  • გაუმჯობესდება მომხმარებელთა დაცვის სტანდარტები და შემცირდება რისკები კრიპტო ინვესტორებისთვის;

  • გაზრდილი საკონონმდებლო სიცხადიდან გამომდინარე, გაიზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში დაბინავდებიან, რაც ხელს შეუწყობს ინოვატორული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კრიპტო ინდუსტრიაში;

  • კრიპტო კომპანიებს მოუწევთ საოპერაციო პროცედურების დაკორექტირება, ახალ კანონებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.


🕵️ ანონიმურობა და ფულის გათეთრება

  • ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მიზნით, შემცირდება ანონიმურობა კრიპტო ტრანზაქციებში;

  • კომპანიებს მოუწევთ 1000 ევროზე მეტი ღირებულების გადარიცხვების რეპორტინგი.


🌐 ევროკავშირის პროგრესი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან შედარებით

  • დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირი ცალსახა ლიდერია კრიპტო სამყაროსთვის ფორმალური წესების დადგენის მიმართულებით;

  • დიდი ბრიტანეთი აპირებს კონკრეტული კრიპტო რეგულაციების მიღებას შემდეგი ერთი წლის განმავლობაში;

  • ამერიკული კრიპტო კომპანიები ეძებენ საზღვარგარეთ ექსპანსისს გზებს, შიდა მარეგულირებელთან გაურკვევლობის გამო.

 


bottom of page