Foresight Investment Group null
ყოველკვირეული დაიჯესტი: 15 - 21 მაისი

2023 წლის აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა
👉 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა. 📈 რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 📊 სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში, თითოეულზე, 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
რუსეთის ფედერაცია - $159.6 მლნ. (+19.99%)
იტალია - $40.9 მლნ. (+22.4%)
აშშ - $34.2 მლნ. (+36.7%)
საბერძნეთი - $20.4 მლნ. (+9.4%)
ყაზახეთი - $19.7 მლნ. (-1.51%)
🔎 ანალიზი: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოს ეკონომიკაზე?
✅ პოზიტიური გავლენა
სამომხმარებლო ხარჯვის (consumer spending) გაზრდა: ფულადი გზავნილების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სამომხმარებლო ხარჯების გაზრდა, რამაც შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებზე ეკონომიკაში, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას;
უცხოური სავალუტო რეზერვების ზრდა: მომატებული ფულადი გზავნილები ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ზრდის ქვეყნის სავალუტო რეზერვებს და ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას;
საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება: ფულადი გზავნილები აუმჯობესებს ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და ქვეყნის საგარეო ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებას.
❌ ნეგატიური გავლენა
ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება: ფულად გზავნილებზე, როგორც შემოსავლის წყაროზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, გამოიწვევს დაუცველობას გარე ეკონომიკური შოკების ან რყევების მიმართ;
ინფლაციური წნეხი: ფულადი გზავნილების მატებამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის გაზრდა და ინფლაციური ზეწოლა, რადგან საქონლისა და მომსახურების მიწოდებამ შესაძლოა ფეხი ვერ აუწყოს მოთხოვნის ზრდას.

2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა
👉 2023 წლის I კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18% შეადგინა.
📈 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.8 ათასით (5.6%) და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა.
📉 ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.
📊 2023 წლის I კვარტალში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა და 52%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4%-ით გაიზარდა და 42.6% შეადგინა.
📊 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.8% და 2.4%-ით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 5.2%-ით, 29,9 მლნ ლარამდე გაიზარდა
👉 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მისო-ების) წმინდა მოგება 29,9 მლნ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ მისო-ების 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებშია აღნიშნული.
📈 აღნიშნული მოგება პირველ კვარტალში 5.2%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (28 457 642 ლარი).
📊 მისოების აქტივები ჯამურად 1.86 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 220 მილიონი ლარით მეტია.
📈 გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელიც, რაც ამჟამად 1.58 მილიარდ ლარს აღწევს (მატება წინა წელთან 90 მლნ ლარი).
📊 კონკრეტული მიმართულებებით სესხები ასე ნაწილდება:
სალომბარდე სესხი - 791 მილიონი ლარი;
სამომხმარებლო სესხები - 417 მილიონი ლარი;
ვაჭრობა და მომსახურება - 184 მილიონი ლარი;
სოფლის მეურნეობა - 105 მილიონი ლარი;
განვადება - 49 მილიონი ლარი;
იურიდიული პირები - 27 მილიონი ლარი.

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობა 21.9%- ით გაიზარდა
👉 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $6.5 მლრდ შეადგინა.
📈 ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9%-ით მეტია.
📊 აქედან ექსპორტი $1.96 მლრდ შეადგენს (გაიზარდა 23.6%-ით), ხოლო იმპორტი - $4.5 მლრდ (გაიზარდა 21.2%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაპრილში, 2 $568.8 მლნ. შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.
📊 იანვარ-აპრილში, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
თურქეთი - $925.3 მლნ.
რუსეთი - $848.5 მლნ.
აზერბაიჯანი - $500.9 მლნ
ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2023 წლის იანვარ-აპრილში:
ევროკავშირის ქვეყნები - 14.8%
დსთ-ის ქვეყნები - 60.2%
დანარჩენი ქვეყნები - 25%
ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში:
ევროკავშირის ქვეყნები - 24.6%
დსთ-ის ქვეყნები - 26.2%
დანარჩენი ქვეყნები - 49.3%

2023 წლის იანვარ-აპრილის იმპორტის სტატისტიკა
📊 2023 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საიმპორტო სამეული ასეთია:
მსუბუქი ავტომობილები - $727.9 მლნ. (მთელი იმპორტის 16.1%)
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $318.0 მლნ. (7.0%)
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $250.6 მლნ. (5.5%)
📊 უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედის:
თურქეთი - $786.4 მლნ.
რუსეთი - $622.3 მლნ.
აშშ - $412.5 მლნ.

2023 წლის იანვარ-აპრილის ექსპორტის სტატისტიკა
📊 2023 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეული ასეთია:
მსუბუქმა ავტომობილები - $595.0 მლნ. (მთელი ექსპორტის 30.3%)
სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $257.8 მლნ. (მთლიანი ექსპორტის 13.1%)
ფეროშენადნობები - $84.4 მლნ. (მთლიანი ექსპორტის 4.3%)
📊 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
სომხეთი - $280.8 მლნ.
აზერბაიჯანი - $261.9 მლნ.
რუსეთი - $226.2 მლნ.
🔎 ანალიზი: რეექსპორტის მაღალი წილი 👉 რეექსპორტი - ექსპორტი საქონლისა, რომელიც შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ანუ არ არის წარმოებული ადგილობრივად. 📊 წლიდან წლამდე, რეექსპორტის წილი ჯამურ ექსპორტში საკმაოდ მაღალია და 25%-დან 45%-მდე მერყეობს. წლიდან წლამდე სამი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:
მსუბუქი ავტომობილები
სპილენძის მადნები
ფეროშენადნობები
სამივე მათგანის ჯამური საექსპორტო ღირებულების დიდი ნაწილი რეექსპორტია. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი არ რჩება საქართველოში. იმისთვის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს სავაჭრო ბალანსი და მეტი სარგებელი მიიღოს საექსპორტო შემოსავლებიდან, საჭიროა ადგილობრივი სამეწარმეო დარგების განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ადგილობრივად, რათა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი დარჩეს ქვეყანაში.

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის სულადობა შემცირდა
👉 საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის წინასწარი ანგარიშით ირკვევა, რომ I კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ფრინველის რაოდენობა შემცირდა.
📊 წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, სულადობის მაჩვენებელი ასეთია:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 929.8 ათასი სული (-8.4%)
ღორის რაოდენობა - 159.5 ათასი სული (-6.3%)
ფრინველის რაოდენობა - 9.2 მილიონი ფრთა (-10.5%)

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი - გაიზარდა
👉 საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის წინასწარი ანგარიშით ირკვევა, რომ I კვარტალში ქვეყანაში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი - გაიზარდა.
📊 წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, სულადობის მაჩვენებელი ასეთია:
რძის წარმოება - 105.7 მილიონი ლიტრი (-5.8%)
ხორცის წარმოება - 18.1 ათასი ტონა (+8.4%)
კვერცხის წარმოება -169.9 მილიონი ცალი (+2.7%)

მონაცემთა კონფიდენციალურობის გამო, Meta-ს ევროკავშირის რეკორდული $1.3 მლრდ. ჯარიმა დაეკისრა
👉 ევროკავშირის მარეგულირებლებმა, რეკორდული 1,2 მილიარდი ევროთი (1,3 მილიარდი დოლარი) დააჯარიმეს „Meta”, Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების აშშ-ში სერვერებზე გადაცემის და შესაბამისად ევროკავშირის კონფიდენციალურობის შესახებ კანონების დარღვევისთვის.
მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ Meta-ს ჯარიმა მას შემდეგ დაუწესა, რაც ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც, მთავარი მარეგულირებელია და მეთვალყურეობს Meta-ს ოპერაციებს ევროპაში, Facebook-ის ოპერაციების მონაცემები გამოითხოვა და შეისწავლა.

ChatGPT-ის დირექტორი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის
👉 ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ის დირექტორი, სემ ალტმანი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის, რომლის სახელწოდება Worldcoin იქნება.
Financial Times-ის ინფორმაციით, პროექტმა უკვე მოიზიდა 100 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიცია და მომდევნო ექვს კვირაში ის ქსელში სრულად გაეშვება.
🌐 Worldcoin-ს საკუთარი ბლოკჩეინ სისტემა, კონსენსუსის მექანიზმი და ალგორითმი ექნება, რომლის განვითარებაზე თავად OpenAI-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს.
Worldcoin-ის ტექნიკური დეტალები ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა პროექტის ინვესტორებს შორის ვხედავთ Coinbase-ის, FTX-ისა და LinkedIn-ის დამფუძნებლებს.